Conservation Status (International): IUCN status (international) LC, ver 3.1 Pop. trend: decreasing.
Conservation Status (national): Georgian Red List. IUCN National status (2006) LC, ver 3.1 although population is decreasing, according to the updated information.
Economic importance (national): game bird; Under heavy pressure from poaching; interesting as an attraction for bird-watchers, eco-tourists and scientists. Important character in Georgian Folklore.
Monitoring methods: Surveys (distance sampling); Habitat suitability modeling.
Research activities: ISU, Institute of Ecology, Institute of Zoology. contact – Zura Javakhishvili. In 2012 land surveys, conducted by the Institute of Ecology of ILIAUNI, were funded by the government.
Specific information. National population estimate for 1994-2002 was 5000-10000 individuals (BirdLife International). Land surveys (transect counts and extrapolation) by an ornithological team in 2013 suggested presence of few hundreds of individuals in Western Georgia (Colchis lowland), that of below 4000 individuals in Alazani riv. valley (east Georgia) and below 4000 individuals in south-east Georgia. The total national population size is below 6,000 individuals (upper 95% confidence limit; average estimate ca. 2200) with the males twice more than the females.
Useful link: http://www.birdlife.org/datazone/speciesfactsheet.php?id=272#FurtherInfo
Why to monitor: Dramatically decreasing on national level. Highly prized game species.
Preliminary suggestion: Organize existing data into a user-friendly format freely available on the Internet. Organize annual monitoring at several pre-defined sites in western and eastern Georgia. Monitoring requires two months per year, an expert and 3-4 students.
კონსერვაციული სტატუსი (საერთაშორისო): IUCN სტატუსი (საერთაშორისო) LC ver 3.1. პოპულაციური ტრენდი: კლებადი.
კონსერვაციული სტატუსი (ეროვნული): საქართველოს წითელი ნუსხა. IUCN ეროვნული სტატუსი (2006) LC, თუმცა არის მინიშნებები კლების შესახებ (2012 წლის აღრიცხვები)
ეკონომიკური მნიშვნელობა (ეროვნული): მნიშვნელოვანი სანადირო ობიექტი; ბრაკონიერობის ძლიერი წნეხის ქვეშაა; საინტერესოა ბირდვოჩინგისთვის, ეკოტურიზმისთვის და მეცნიერებისთვის. ქართულ ფოლკლორში უკავია მნიშვნელოვანი ადგილი.
მონიტორინგის მეთოდები: აღრიცხვები (დისტანციური სინჯები); ჰაბიტატების მოდელირება.
კვლევები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტი, ზოოლოგიის ინსტიტუტი. საკონტაქტო პირი - ზურაბ ჯავახიშვილი. 2012 წელს სახელმწიფოს დახმარებით აღრიცხვები ჩაატარეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებმა.
სპეციფიკური ინფორმაცია. 1992-2002 ეროვნილი პოპულაციის რიცხოვნობა ფასდებოდა როგორც 5000-10000 (BirdLife International). ტრანსექტული თვლების და ექსტრაპოლაციის შედეგად, რომელიც 2012 წელს ჩაატარა ორნითოლოგიურმა ჯგუფმა (გურიელიძე 2013) კოლხეთის პოპულაცია შეფასდა არაუმეტეს 500 ინდივიდუის ფარგლებში, ალაზნის ველის პოპულაცია არაუმეტეს 4000 ინდივიდისა, და დედოფლისწყაროს რაიონის პოპულაცია - არაუმეტეს 4000 ინდივიდსა. ეროვნული პოპულაცია არ აღემატება 6000 ინდივიდს (95% სანდოობის ზედა ზღვარი; საშუალო შეფასება 2200 ინდივიდი). მამრები 2-ზე მეტჯერ ჭარბობენ მდედრებზე.
სასარგებლო ბმული. http://www.birdlife.org/datazone/speciesfactsheet.php?id=272#FurtherInfo
მონიტორინგის საჭიროება: ეროვნული პოპულაცია კლებულობს. ფასეული სანადირო ობიექტია.
რეკომენდაცია: არსებული ინფორმაცია სახეობის შესახებ მისაწვდომი უნდა გახდეს ინტერნეტის მეშვეობით. წინასწარ შერჩეული სატიხტიხოების ყოველწლიური მონიტორინგი კოლხეთში, ივრისა და ალაზნის ჭალებში. მონიტორინგი შეიძლება ჩაატაროს 3 სტუდენტმა ორი თვის განმავლობაში.
GBIF scientific name: Phasianus colchicus Linnaeus, 1758
GBIF taxonomic status: ACCEPTED
This section is under construction
National Red List Status: LC
IUCN Red List Status: LC
Protection status: Not defined
Reason: N/A
Trend: Stable
Native/Introduced: Native
Comment: არ არსებობს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ (A1) საქართველოში ამ სახეობის რიცხოვნობა შემცირდა 50 ან მეტი პროცენტით ბოლო 10 წლის ან სამი თაობის განმავლობაში; (A2) საქართველოში ამ სახეობის რიცხოვნობა შემცირდა 30 ან მეტი პროცენტით ბოლო 10 წლის ან სამი თაობის განმავლობაში; (A3) საქართველოში ამ სახეობის რიცხოვნობა შემცირდება 30 ან მეტი პროცენტით მომდევნო 10 წლის ან სამი თაობის განმავლობაში; (A4) საქართველოში ამ სახეობის რიცხოვნობის შემცირება 30 ან მეტი პროცენტით ნებისმიერი 10 წლის ან სამი თაობის განმავლობაში, სადაც დროის პერიოდი მოიცავს წარსულსაც და მომავალსაც; (B1) საქართველოში ამ სახეობის გავრცელების არე (EOO) არ აღემატება 20,000კმ²; (B2) საქართველოში ამ სახეობის დაკავებული არე (AOO) არ აღემატება 2,000კმ²; (C1) საქართველოში ამ სახეობის რიცხოვნობა 10,000 ინდივიდზე ნაკლებია და მიმდინარეობს რიცხოვნობის უწყვეტი კლება არანაკლებ 10 პროცენტის 10 წლის ან სამი თაობის განმავლობაში; (C2) საქართველოში ამ სახეობის რიცხოვნობა 10,000 ინდივიდზე ნაკლებია, მიმდინარეობს რიცხოვნობის შემცირება და არცერთი ქვეპოპულაცია არ აღემატება 1000 ინდივიდს ან ყველა ზრდასრული ინდივიდი ერთ ქვეპოპულაციაშია; (D1) პოპულაცია 1000 ინდივიდზე ნაკლებია; (D2) სახეობის დაკავებული არე (AOO) <20კმ² ან ლოკაციების რაოდენობა ≤ 5-ზე და ეს ტერიტორიები საფრთხის შემცველია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ტაქსონის ძალიან მოკლე დროში უკიდურესი საფრთხის წინაშე დაყენება ან გადაშენება; (E) არსებობს, რაოდენობრივი ანალიზის საფუძველზე, მაღალი ალბათობა რომ ეს სახეობა გადაშენდება უახლოესი 100 წლის განმავლობაში. ასევე (NT) არაა სავარაუდო ამ სტატუსის ცვლილება ახლო მომავალში. ამავდროულად, (RegST) სახეობა ფართოდაა გავრცელებული და არაა მოწყვლადი საქართველოს ფარგლებს გარეთ.
Georgian Name: ხოხობი
English Name: Common Pheasant
Taxonomy according to: http://datazone.birdlife.org/species/taxonomy
References: BirdLife International 2004. Birds in Europe Population Estimates, Trends and Conservation Status. BirdLife International, Cambridge, UK./BirdLife International. 2016. Phasianus colchicus. The IUCN Red List of Threatened Species 2016: e.T45100023A85926819
Evaluated By: Paposhvili N, Javakhishvili Z, Gavashelishvili A, Abuladze A, Javakhishvili N, Dekanoidze D, Ninua L, Mamuchadze J, Shoshitashvili D, Kandaurov A.
Date evaluated: Nov 2021