Conservation Status (International): IUCN status (international) VU; A2cde, ver 3.1. Trend: unknown.
Conservation Status (national): Georgian Red List – not included, not evaluated
Economic importance (national): Potentially important for dolphin watching. Easy to watch due to high number and activity in summer. No information on harm for fishery. Commonly foolow seyners, collecting thrown fish.
Monitoring methods: Direct counts; transect counts with further analysis using software Distance 6.0 (Thomas, Laake, Rexstad et. al., 2009) ; Photoidentification using software (DARWIN 2.0 Beta Software, 2008 Digital Analysis and Recognition of Whales Images on a Network). Observations using two platforms method; population genetic analysis; population viability modeling; behavioral observations.
Research activities: Project -ecological study of cetaceans in Georgias national waters- supported by Ilia State University. Contact person; Natia Kopaliani (Institute of Ecology, Ilia State University).
Specific Information: Important threats are epidemial deceases, storms, decline of food supplies in the sea, rarely – bycatches. 2011 census suggested 6000 dolphins (95% confidence limits 1500-21000) in Georgian controlled national waters.
Why to monitor: Species rare and important for conservation.
Preliminary suggestion: Continue annual counts in Georgian national waters..
კონსერვაციული სტატუსი (საერთაშორისო): ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიხედვით მოწყვლადი (Vulnerable; A2cde ver 3.1). პოპულაციის რიცხოვნობის ტენდენცია უცნობია, თუმცა სავარაუდოა შემცირება შავი ზღვის ჰაბიტატის დეგრადაციის გაგრძელების შემთხვევაში
კონსერვაციული სტატუსი (ეროვნული): საქართველოს წითელი ნუსხა (2006) არაა შეტანილი, თუმცა მოითხოვს შეტანას იგივე სტატუსით.
ეკონომიკური მნიშვნელობა (ეროვნული): დელფინების თვალთვალის (dolphin watching) განვითარებისთვის მნიშვნელოვანი და მიმზიდველი ცხოველია. გაზაფხულის და ზაფხულის სეზონებზე მაღალი რიცხოვნობის და წყლიდან ხშირად ხტომის გამო შედარებით იოლია მასზე დაკვირვება. მეთევზეობისთვის ზიანის მიყენების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ხშირად მიყვებიან თევსაჭერ სეინერებს, ბადის ამოღებისას ზღვაში ჩავარდნილ თევზს კრეფენ.
მონიტორინგის მეთოდები: პირდაპირი დათვლა; აღრიცხვა ტრანსექტებზე, მონეცემების ანალიზი კომპიუტერული პროგრამა Distance 6.0 (Thomas, Laake, Rexstad et. al., 2009) საშუალებით; ფოტოიდენტიფიკაცია; მონაცემთა ბაზის შექმნა ფოტოიდენტიფიკაციისთვის პროგრამა DARWIN 2.0-ის გამოყენებით (DARWIN 2.0 Beta Software, 2008 Digital Analysis and Recognition of Whales Images on a Network); დაკვირვება ორი პლატფორმის მეთოდის გამოყენებით, გენეტიკური კვლევა; პოპულაციის სიცოცხლისუნარიანობის ანალიზი; ქცევაზე დაკვირვება; გამორიყვის მონიტორინგი
მიმდინარე პროექტები და კონტაქტები: პროექტი „შავი ზღვის ვეშაპისნაირთა ეკოლოგური კვლევა საქართველოს აკვატორიაში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფინანსებით. საკონტაქტო პირები: ნათია კოპალიანი, ზურაბ გურიელიძე, ნანა დევიძე, ლევან ნინუა, დავით დეკანოიძე (ილიას უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტი).
სპეციფიკური ინფორმაცია: მნიშვნელოვანი საფრთხეებია სხვადასხვა დაავადებები; ძლიერი შტორმი; ძირითადი მსხვერპლი სახეობების რაოდენობის კლება; იშვიათად - თანჭერა. 2011 წლის მონაცემების თანახმად, საქართველოს კონტროლირებად აკვატორიაში დაახლოებით 6000 თეთრგვერდა დელფინი აღირიცხა (95% სანდოობის ინტერვალი 1500-21000 ინდივიდი).
მონიტორინგის საჭიროება: მიმზიდველი ცხოველი საზოგადოებისთვის და ტურისტებისთვის.
რეკომენდაცია: გაგრძელდეს ყოველწლიური აღრიცხვები საქართველოს აკვატორიაში.
This section is under construction