წარმოდგენილი ინტერნეტ რესურსი მიზნად ისახავს მსოფლიოს სამეცნიერო (და არა მხოლოდ სამეცნიერო) საზოგადოებას გააცნოს საქართველოს (და გარკვეულწილად, კავკასიის ეკორეგიონის) ბიოლოგიური მრავალფეროვნება.
რესურსი მოიცავს საქართველოს ხმელეთის და წყლის ეკოსისტემებში სხვადასხვა ტაქსონომიურ ჯგუფებში რეგისტრირებული სახეობების სიას, რომელიც დალაგებულია ტაქსონომიურ იერარქიული სისტემის მიხედვით. ასევე, წარმოდგენილია საქართველოს მცენარეებისა და ცხოველების განლაგება ევოლუციურ ხის მიმართ და ძირითადი ინფორმაცია თითოეული სახეობებისა და უმაღლესი რანგის ტაქსონების შესახებ, მათ შორის ეკოლოგიური მახასიათებლები და ზეპირი აღწერები, სისტემატიკური შენიშვნები, ბიბლიოგრაფიები, სურათები და ქვეყნის შიგნით გავრცელების რუკები. რა თქმა უნდა, ათასობით სახეობის ინფორმაციის შევსება გრძელვადიანი და მუდმივი ამოცანაა, რაც აისახება ახალი ინფორმაციის მიღების, ნომენკლატურული ცვლილებებისა ან სხვა ტაქსონომიური ჯგუფების მიმართ დაინტერესების პროცესში. ამჟამად, უმრავლესობას მხოლოდ ჩეკლისტის ტიპის ინფორმაცია აქვს. ზოგიერთი ჯგუფი უკეთ არის დაფარული, ვიდრე სხვები - მაგალითად, ქვეწარმავლები და ამფიბიები, ჯადვარები ან ბზუალა ხოჭოები - რაც გუნდის წევრების პროფესიონალური ინტერესითაა გამოწვეული.